Belive

მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. თავისი კანდიდატურა კონორმა თავად ჩახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ირლანდიელმა საკუთარ სოციალურ ქსელში ისაუბრა.

გარკვეულ საკითხებზე დაფიქრების და ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება ჩემი კანდიდატურა მოვხნა. მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, ირლანდიისადმი ჩემი ერთგულება ამით არ სრულდება. - განაცხადა კონორ მაკგრეგორმა

პოლიტიკური აქტივობის გარდა, კონორი თეთრი სახლის ღონისძიებაზეც აპირებს ბრძოლას. ამის შესახებ სპორტულ მედიაში ჭორები აქტიურად ვრცელდება.

სხვა სტატიები