"მატყუარა" - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანის განცხადებას ეხმაურება
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანის გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა რომ დვალიშვილი მისი მეგობარი არაა. იმასაც ამბობს, რომ თბილი სიტყვები მის მიმართ სოციალურ ქსელში თავად არ დაუწერია.
ფანებო და მეგობრებო უსმინეთ ამ ტიპს. მისი სიტყვების არ დაიჯეროთ. ახლახან აღიარა, რომ სოციალურ ქსელში პოსტებს თავად არ წერს. თქვა, რომ Twitter-ზე არ უთქვამს - შეხვდებით მეგობარო და გამოჯანმრთელებაც არ უსურვებია. რა სწრაფად შეიცვალა აზრი - მეგონა თავვმდაბალი გახდა, როცა 2023 წელს დავამარცხე და მის მიმართ მეგობრული გავხვდი, ახლა ეს ყველაფერი დაივიწყე მატყუარა. - წერს დვალიშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში
Fans and Friends - Listen to this guy now @PetrYanUFC . Never believe a word he says - just admitted he doesn’t write his own social media. Said he never said see you friend or said speedy recovery friend yesterday on Twitter - “wasn’t him”. How quickly he changed his mind -…
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) December 10, 2025
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა ბრძოლა 7 დეკემბერს გამართეს. ამ შემთხვევაში მოგება იანს დარჩა და ჩემპიონის ქამარიც გადაიკიდა. დიდი ალბათობა, რომ მერაბისა და პიოტრის მესამე დაპირისპირებაც ვიხილოთ.