მაიკ ტაისონი და ფლოიდ მეივეზერი ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
მაიკ ტაიოსნი და ფლოიდ მეივეზერი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს საგამოფენო ჩხუბი 2026 წელს არის ჩანიშნული. მებრძოლებმა კონტრაქტს უკვე მოაწერეს ხელი, მაგრამ თარიღი, ლოკაცია და წესები ჯერ კიდევ უცნობია.
Coming Soon pic.twitter.com/lSeyrR0BKO
— Mike Tyson (@MikeTyson) September 4, 2025
ეს არის ბრძოლა, რომელსაც არა მარტო გულშემატკივარი, არამედ ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ შესაძლებელი გახდებოდა. თუმცა, კრივი მოულოდნელობის ერაში გადავიდა. - განაცხადა მაიკმა
უკვე ყველამ იცის რასაც გავაკეთებ. ეს დიდი და ლეგენდალური დღე იქნება. მე კრივის მიზნენში საუკეთესო ვარ. ეს გამოფენა ფანებას ზუსტად იმას მისცემს, რაც სურთ. - ამბობს მეივეზერი
შეგახსენებთ, რომ მაიკ ტაისონი ახლა 59 წლისაა და სპორტული კარიერის დროს მძიმე წონის ჩემპიონი იყო. ფლოიდ მეივეზერი კი 48 წლისაა და კარიერაში 50 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ყველა ჯერზე გამარჯვებული გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ფლოიდმა რამდენიმე ტიტული სხვადასხვა კატეგორიაში მოიგო.