მადალენას მწვრთნელი: "ჯეკი ისლამს დაანოკაუტებს"
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 315-ზე ჯეკ დელა მადალენამ ბელალ მუჰამადი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. მეგობრის დამარცხების შემდეგ, ისლამმა წონის შეცვლა და ქვესაშუალო წონაში ასპარეზი გადაწყვიტა.
მახაჩევს დელა მადალენასთან ბრძოლა სურს და ამაზე უარს არც ახალი ჩემპიონი ამბობს. ავსტრალიელი მწვრთნელის, მათ ჩხუბში ჯეკი ნოკაუტით მოიგებს.
მახაჩევის ბრძოლებისთვის, როგორც პოტენციური მეტოქისთვის არასდროს შემიხედავს. მას უბრალოდ სიამოვნების მისაღებად ვუყურებდი. ვფიქრობ, ჯეკი მას დაანოკაუტებს. პორიესთან ჩხუბში გამოჩნდა, თითქოს ძლიერი დარტყმებისთვის მზად არ არის. გარდა ამისა, ადრე დაანოკაუტებს კიდეც. მახაჩევთან ჩხუბამდე, ჯეკისთვის ბელალი შესანიშნავი გასახურებელი იყო. ისლამის ბრძოლებში ხვრელებს ვხედავ. ჯეკი კი სრული შეკვრაა. - განაცხადა ბენ ვიკერსმა
შეგახსენებთ, რომ წონის შეცვლის გადაწყვეტილება ისლამმა ილიას თავის დივიზიონში გადასვლის შემდეგ მიიღო. თოფურია ახლა მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.