Belive

ლუის ჰამილტონმა მერსედესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

7 თვის წინ სხვა
1 წთ

ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ში 2025 წლამდე დარჩება. ლუისმა მერსედესთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჰამილტონი ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე წარმატებული პილოტია, რეკორდული შვიდი მსოფლიო ტიტულით.

მასთან ერთად მერსედესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა ჯორჯ რასელმაც. 

ბოლო პერიოდში ბრიტანელ პილოტზე ხშირად იწერებოდა, რომ ფერარის გუნდს შეუერთდებოდა, თუმცა, ლუისი კვლავ მერსედესში დარჩა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანულმა ავტომწარმოებელმა ოფიციალურად დაადასტურა. 

მწვერვალზე ერთ ღამეში ან მოკლე დროში ვერ ახვალ. ამას ერთგულება, შრომა და თავდადება სჭირდება. ჩემთვის დიდი პატივია ამ წარმოუდგენელი გუნდის ისტორიის წიგნში ჩემი ადგილის დამკვიდრება“ - განაცხადა ლუის ჰამილტონმა

სხვა სტატიები