ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემზე იასპარეზებს
2025 წლის ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრი აბუ დაბის გრანდ სლემია, შემდეგ კი IJF ტური ტოკიოს გრანდ სლემით დაიხურება.
აბუ დაბის გრანდ სლემი 28-30 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ჩვენი ნაკრების შემადგენლობა.
ამ შეჯიბრზე მონაწილეობას 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური მიიღებს, რომელმაც სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეო გააზიარა და დააწერა, რომ შეჯიბრამდე დარჩა 24 დღე. ასეც ემთხვევა, აბუ დაბის გრანდ სლემზე 30 ნოემბერს საქმეში 90, 100 და +100 კგ წონითი კატეგორიები ჩაერთვებიან.
აბუ დაბის გრანდ სლემზე ბექაური პირველ კარიერულ მედალს შეუტევს, მას ამ ტურნირზე მედალი მოპოვებული არ აქვს.
ლაშა ბექაური 2-გზის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონია, ამასთან ერთად მას 2 მასტერსი და 3 გრანდ სლემის ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.