"კორის მერაბისთვის პრობლემების მოტანა შეუძლია" - ალჯამაინ სტერლინგი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ალჯამაინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილის ფორმაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ კორი მერაბს გარკვეულ პრობლემებს მოუტანს, ალჯამაინი მაინც თვლის, რომ დვალიშვილი ბრძოლას კარგად მომზადებული ხვდება.
ჩემი აზრით, მერაბისთვის ყველა ჩემპიონობის კანდიდატი გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა კორისაც შეუძლია მერაბისთვის პრობლემების მოტანა, თუმცა, მისი სტილი დასამარცხებლად ძალიან რთულია. ჩვენ კარგად მოვემზადეთ, დიდი შრომაც ჩავდეთ და დავრწმუნდით, რომ მერაბი მზადაა. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და კორის ჩხუბი UFC 320-ზე თანამთავარი ბრძოლა იქნება. ვინაიდან დაპირპსირება ლას ვეგასში იმართებს, ის ჩვენი დროით 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება.