"კორი ჩემთვის ყველაზე რთული გამოწვევაა" - მერაბ დვალიშვილი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
გუშინ UFC 320-ს მედია დღე გაიმართა, სადაც მებრძოლები ჟურნალისტებს შეხვდნენ. მედიის წარმომადგენლებს შეხვდა მერაბ დვალიშვილიც და კორისთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
დიახ, აბსოლუტურად. ის ჩემთვის ყველაზე რთული გამოწვევაა. სტრაიკინგში ძალიან საშიში ელემენტები აქვს, როგორიცაა მფრინავი მუხლი, ტრიალში ფეხის დარტყმები. ასევე შეუძლია საბმიშენების შესრულება, კარგი კარდიო აქვს, გდებებს თავს აღწევს და ფეხზე სწრაფად დგება. ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, მაგრამ ის ჩემს წინააღმდეგ იბრძვის. ახლა მე უკეთესი ვარ. რა თქმა უნდა, ერთ დარტყმას ყველაფრის შეცვლა შეუძლია, მაგრამ მე კარგად მოვემზადე და ვიცი ეს ღამე ჩემი იქნება. მე გრეპლერი ვარ და გრეპლერს კორის გათიშვა სურს, საინტერესო ჩხუბი იქნება. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და კორის ჩხუბი UFC 320-ზე თანამთავარი ბრძოლა იქნება. ვინაიდან დაპირპსირება ლას ვეგასში იმართებს, ის ჩვენი დროით 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება.