"საბოლოოდ ილიას მაინც შევხვდებით" - მახაჩევის მწვრთნელი
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა განაცხადა, რომ ილია და ისლამი საბოლოოდ შეხვდებიან. მისი თქმით, თუ ილიას 77 კილოგრამში ასვლა სურს, მათი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.
თუ UFC ილიას შემოგვთავაზებს პრობლემა არ იქნება. ამას ისლამს უნდა ვეკითხებოდე, მაგრამ ვამბობ, რომ პრობლემა არ იქნება. ალი საუკეთესო მენეჯერია, რომელიც იმას აკეთებს, რაც ისლამისთვის საუკეთესოა. საბოლოოდ ილიას მაინც შევხვდებით, არ აქვს მნიშნველობა თეთრ სახლში თუ სადმე სხვაგან, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით. თუ ილიას ზევით ამოსვლა სურს ჩვენ შევხვდებით. თოფურია პირველი იქნება, ვინც სამმაგ ჩემპიონობას შეუტევს. ეს მსოფლიოსთვის უდიდესი ბრძოლა იქნება. - განაცხადა ხავიერ მენდესმა
Javier Mendez responds to Ilia Topuria calling Islam Makhachev’s fight boring 😤
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 17, 2025
"We're gonna meet him eventually, whether it's the White House or another time, if he wants to continue to come up."
(via @SubmissionRadio ) pic.twitter.com/wpCitVQx3D
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა რამდენიმე დღის უკან მეორე ქამარიც მოპივა. მან ქვესაშუალო წონის ტიტულისთვის ჩხუბში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა.
რაც შეეხება ილიას, ის ახლა დოჰაში იმყოფება და თავის ძმას ბეკჟატ ალმახანთან ბრძოლისთვის მზადებაში ეხმარება.