კონორ მაკგრეგორი თეთრი სახლის ღონისძიებაზე იბრძოლებს?
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
2026 წელს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, UFC ღონისძიების თეთრ სახლში გამართავს გეგმავს. დანა უაითი ამბობს, რომ შესაძლოა ამ საღამოს ჯონ ჯონსის და კონორ მაკგრეგორის დაბრუნებაც ვიხილოთ.
პოტენციურ ბრძოლაზე ჰკითხეს მაკგრეგორს, რომელსაც საინტერესო პასუხი გასცა.
სახლში წავალ, ბალიშზე თავს დავდებ და დავისვენებ. ისინი დოპინგზე მამოწმებენ, სიაში ვარ. მე დოპინგის კონტროლის პროგრამაში დავბრუნდი, ასე რომ მზად იყავით. მზად იყავით, რადგან ვიღაც დაზიანდება. - ამბობს კონორ მაკგრეგორი
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. კონორ მაკგრეგორის დაბრუნება მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ იგეგმებოდა, თუმცა, ეს ბრძოლა არაერთხელ გაუქმდა.