Belive

"ზუსტად აქ აქვს იანს მერაბის გატეხვის შანსი" - ტიმ უელში

1 დღის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალის მწვრთნელმა იანს გამარჯვების გზა უპოვა. ის თვლის, რომ დვალიშვილს დარტყმების დროს ნიკაპი მაღლა რჩება და პიოტრი საკუთარ გამარჯვებას სწორედ ამ დროს იპოვის. მისი თქმით, იანი საკუთარი კრივით ღია სივრცის პოვნას მოახერხებს.

დვალიშვილი უდავოდ ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლია. მან იანის გადაყვანა 49-ჯერ სცადა, რაც გაუგონარია. მერაბ დვალიშვილის გამარჯვების სერია საოცრებაა. ეს ბიჭი ნამდვილი პრობლემაა. მერაბი ნოკაუტზე არის დამშეული და ზუსტად აქ აქვს იანს მისი გატეხვის შანსი. პიოტრი კრივის ოსტატია. როდესაც მერაბი სენდჰეგენთან ხელებს გამალებით იქნევდა, ნიკაპი ღია ჰქონდა. ამ დროს პიოტრ იანი შესანიშნავი კონტრ დამრტყმელია. ამ მომენტში მისი მარჯვენა შეიძლება გაძვრეს. - ამბობს ტიმ უელში

შეგახსენებთ, რომ იანისა და მერაბის ჩხუბი 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. სუპერმსუბუქი ქამრისთვის ბრძოლა UFC 323-ს მთავარი დაპირისპირება იქნება. აქვს იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ეს დვალიშვილისა და იანის მეორე ჩხუბი იქნება. პირველ შემთხვევაში მერაბმა პიოტრის დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები