"ხალხს არ ესმის ის ფაქტი, რომ მერაბი განვითარებას განაგრძობს" - ჯონ ვუდი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
გასულ ღამეს UFC Embedded-ის მორიგი ეპიზოდი დაიდო. ჯონ ვუდმა დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საუკეთესოობის მიუხედავად, ის კვლავ ვითარდება.
აქვს თუ არა ბრძოლა, მერაბი მაინც ვარჯიშობს. ის ცხოვრობს და ვარჯიშობს როგორც ჩემპიონი. ხალხს არ ესმის ის ფაქტი, რომ მერაბი განვითარებას განაგრძობს. მერაბი მსოფლიოში საუკეთესოა და მაინც უფრო უკეთესი ხდება. ეს ბიჭი საკუთარ ადგილს მებრძოლების რაშმორის მთაზე დაიმკვიდრებს. - ამბობს ჯონ ვუდი
შეგახსენებთ, რომ იანისა და მერაბის ჩხუბი 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. სუპერმსუბუქი ქამრისთვის ბრძოლა UFC 323-ს მთავარი დაპირისპირება იქნება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს დვალიშვილისა და იანის მეორე ჩხუბი იქნება. პირველ შემთხვევაში მერაბმა პიოტრის დამარცხება შეძლო.