"თუ ხაბიბი მეტყვის, რომ ბრძოლა ხვალვე შევწყვიტო, ამას გავაკეთებ" - ისლამ მახაჩევი
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტნელ მებრძოლებში, რომ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ეს კარგად ვიცით. ხაბიბი ისლამისთვის მწვრთნელთან ერთად, ფაქტობრივად უფროსი ძმაა და მის ყველა დარიგებას ყურადღებით უსმენს. მახაჩევის ეს განცხადებაც ამაზე კარგად მეტყველებს.
თუ ხაბიბი მეტყვის, რომ ხვალ ბრძოლა უნდა შევწყვიტო, მას მოვუსმენ. ის არის ბიჭი, რომელიც ჩვენს დარბაზში ყველაზე ზრუნავს, გვაკონტროლებს და ჩვენთვის მუდამ საუკეთესო სურს.
მან იცის როგორ შექმნას ჩემპიონი. არა მხოლოდ სპორტში, ცხივრებაშიც. მან ჩემთვის ყველაფერი გააკეთა. - ისლამ მახაჩევი
🗣️Islam Makhachev:
— MMA UNCENSORED (@MMAUNCENSORED1) February 2, 2026
"If Khabib told me I have to stop fighting tomorrow, I will listen to him. He's the guy in our gym who takes care of us, who controls us, who always wishes us the best.
He knows how to make a champion. Not just in the gym but in life. He did everything for… pic.twitter.com/vYqMinR4Rp
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონია. ტიტულისთვის ბრძოლაში მან ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და დაღესტნელების გუნდიდან, UFC-ში პირველი ორი წონის ჩემპიონი გახდა.