Belive

კატასტროფა სილვერსტოუნის გრან-პრიზე - ფანის მიერ გადაღებული შემზარავი კადრები

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის რიგით მე-10 გრან-პრი, ლეგენდარულ "სილვერსტოუნზე" გაიმართა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "სილვერსტოუნზე" მისულმა გულშემატკივარმა, სეზონის საუკეთესო რბოლა იხილა. "სილვერსტოუნის" რბოლის საწყის ეტაპზე - სტარტისთანავე, "ალფა რომეოს" პილოტი მძიმე ავარიაში მოყვა. გუანუი ჟოუს ბოლიდი რამდენჯერმე გადატრიალდა და კედელს შეეჯახა. "ალფა რომეოს" პილოტი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გუანუი ჟოუს საზარელი ავარიის კადრები ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გადაიღო.

სხვა სტატიები