Belive

ფორმულა 1 | სილვერსტოუნზე ისტორია დაიწერა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ფორმულა 1-ს მიმდინარე სეზონის რიგით მე-13 გრან-პრის, ლეგენდარულმა სილვერსტოუნმა უმასპინძლა, სადაც ისტორია დაიწერა.

სილვერსტოუნზე პირველობა არავის დაუთმო მაკლარენის ბრიტანელმა პილოტმა, ლანდო ნორისმა, მეორე ადგილს კი ასევე მაკლარენის პილოტი, ოსკარ პიასტრი დასჯერდა. მაკლარენის პილოტების დომინაციის მიუხედავად, სილვერსტოუნის რბოლის მთავარ გმირად შეგვიძლია, რომ 37 წლის ნიკო ჰულკენბერგი დავასახელოთ, რომელიც ფორმულა 1-ში 15-წლიანი ასპარეზობის განმავლობაში პოდიუმზე პირველად ავიდა. ჰულკენბერგმა რბოლა მე-19 პოზიციაზე დაიწყო და მესამეზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ზაუბერის პილოტისთვის ეს კარიერაში 238-ე და ჯერჯერობით პირველი რბოლაა, როდესაც პოდიუმზე ამსვლელ სამეულში მოხვდა.

ფორმულა 1-ის პილოტების რეიტინგი

  1. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) 234 ქულა

  2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) 226 ქულა

  3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) 165 ქულა

  4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) 147 ქულა

  5. შარლ ლეკლერი (ფერარი) 119 ქულა

  6. ლუის ჰემილტონი (ფერარი) 103 ქულა

  7. კიმი ანტონელი (მერსედესი) 63 ქულა

  8. ალექსანდრ ალბონი (უილიამსი) 46 ქულა

  9. ნიკო ჰულკენბერგი (ზაუბერი) 37 ქულა

  10. ესტებან ოკონი (ჰაასი) 23 ქულა

რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას - ფორმულა 1-ს მიმდინარე სეზონს მაკლარენი 442 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილს 222 ქულით ფერარი იკავებს. მესამეადგილოსან მერსედესს კი 210 ქულა აქვს.

სხვა სტატიები