Belive

JUDOINSIDE | "ტატო გრიგალაშვილი - ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ჩემპიონი"

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ავსტრიის გრან პრი დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თითო-თითო ოქროსა და ვერცხლის მედლით დაასრულა.

ოქროს მედალი 90 კგ წონით კატეგორიაში აღზევებულმა ტატო გრიგალაშვილმა მოიგო, ვერცხლის მედალს კი დებიუტანტი, ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული - ლუკა ჯავახიშვილი დასჯერდა.

ტატოს დომინაციას ძიუდოს ცნობილი გამოცემა "Judoinside" გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ძიუდოისტია ამ სპორტის ისტორიაში.

"ზემო ავსტრიის გრან პრიზე, 90 კგ-მდე მამაკაცთა წონით კატეგორიაში ქართული ფინალი იყო, რომელიც ორ თაობას მოიცავდა. სამგზის უფროს მსოფლიო ჩემპიონ ტატო გრიგალაშვილს უმცროსი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ჯავახიშვილი დაუპირისპირდა.

მონაწილეებს შეჯიბრისთვის მომზადებას დრო დასჭირდათ და 90 წამის შემდეგ ტატომ შიდო მიიღო, რამაც ის გააბრაზა და ,,უკან აღარ მოუხედავს'', ზეწოლას აძლიერებდა და თავის ახალგაზრდა თანაგუნდელს რაიმეს გაკეთებას უკრძალავდა. მან იუკო გააკეთა და შემდეგ უმცროს ქართველს ორი ჯარიმა დააკისრა. შემდეგ მან ტატამიზე ადგილი დატოვა და ნევაზაში ძალიან კარგად მუშაობდა. ეს მათი განსხვავებების დემონსტრირება იყო და ახალგაზრდა თაობებისთვის შეხსენება, რომ რასაც არ უნდა მიაღწიონ უმცროს დონეზე, უფროსებში გადასვლა ყოველთვის ადვილი არ არის.

ტატო გრიგალაშვილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და სტაბილური ძიუდოისტია, რომლის მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ წარმატებაა." - ვკითხულობთ Judoinside-ზე.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ტურის შემდეგი შეჯიბრი თბილისში გაიმართება - თბილისის გრანდ სლემი სტარტს 20 მარტს აიღებს და 22 მარტს დასრულდება.

სხვა სტატიები