ჯოშუა ვენი იანზე: "მზად ვარ ვეჩხუბო, თუ სწორი მომენტი იქნება“
UFC-ის უმსუბუქესი დივიზიონის ჩემპიონი ჯოშუა ვენი, სამომავლოდ წონის შეცვლასა და პიოტრ იანთან შეხვედრას არ გამორიცხავს. ახალგაზრდა მებრძოლის თქმით, იანთან დაპირისპირება მისთვის ძალიან მიმზიდველია, თუმცა ამ ეტაპზე მთელი ყურადღება საკუთარ წონით კატეგორიაზე აქვს გადატანილი.
ჩემი და პიოტრ იანის ბრძოლა? ჯანდაბა, რა თქმა უნდა, თუ დრო და მომენტი სწორად დაემთხვევა... თუმცა, ამ ეტაპზე მინდა ისტორია უმსუბუქეს წონაში დავწერო, მერე კი გამოჩნდება, რა როგორ იქნება. - ჯოშუა ვენი
Joshua Van says he’s interested in fighting Petr Yan for the Bantamweight title, but he wants to make HISTORY in Flyweight first 👀🔥
— Title Fight (@TitleFightMedia) October 30, 2026
“Of me fighting Pete Yan? Hell yea… Yes if the timing is right, as of right now I want to make history in Flyweight, we’ll see wassup.”
(Via… pic.twitter.com/9kaunzmfeu
შეგახსენებთ, რომ ვენმა ბოლო ბრძოლაში ალეშანდრე პანტოჟა დაამარცხა. ეს ჯოშუასთვის ბრაზილიელთან მეორე ჩხუბი იყო. პირველ დაპირისპირებაში დასაწყისშივე პანტოჟამ ხელი მოიტეხა და ამის გამო ვენს დაუმსახურებელ ჩემპიონს უწოდებდნენ. ამის შემდეგ, ვენმა დაამტკიცა რომ ქამარს იმსახურებდა და პანტოჟა დამაჯერებლად დაამარცხა.