Belive

ჯონ ჯონსი ფანებს იმედს უცრუებს: "ახლა ბრძოლა არ მაინტერესებს"

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ლეგენდა, ჯონ ჯონსი აღიარებს, რომ ამჟამად ბრძოლის ინტერესი არ აქვს. ამერიკელ მებრძოლს გასული წლის ნოემბრიდან არ უბრძოლია და როგორც ჩანს, პენსიაზე გასვლის ზღვარზეა.

UFC-ის ხელმძღვანელობა უშედეგოდ ცდილობს ჯონსის დარწმუნებას, რომ ქამრის დაცვა დროებითი ტიტულის მფლობელის, ტომ ასპინალის წინააღმდეგ მოუწევს. ასპინალი ამტკიცებს, რომ ჯონსმა მასთან დაპირისპირების ნაცვლად პენსიაზე გასვლა აირჩია და შემდეგ შეხვედრაში ქამრისთვის სხვა მეტოქის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ამ კვირის დასაწყისში UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ამერიკელს ორკვირიანი ვადა მისცა იმის გადასაწყვეტად, სურს თუ არა ასპინალთან ბრძოლა. ჯონსის ბოლოდროინდელი კომენტარებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანა მწვანე შუქს მიიღებს.

არ ვამბობ, რომ პენსიაზე ვარ. ბრძოლა ჩემს სისხლშია, მაგრამ ახლა ჩხუბი ნამდვილად არ მაინტერესებს. მთელი ცხოვრება ამას ძალიან მაღალ დონეზე ვაკეთებდი და როდესაც 'შიმშილი' დაბრუნდება, ამას მთელი გულით გავაკეთებ.

კარიერის განმავლობაში საკმარისად ბევრ მებრძოლს ვურტყი, ახლა კი ვტკბები იმით, თუ რასაც მივაღწიე.

- ამბობს ჯონსი Full Send Podcast-ში

MMA-ს ჟურნალისტის, არიელ ჰელვანის თქმით, ჯონსმა თავდაპირველად ასპინალისგან დაპირისპირების შეთავაზება მიიღო, შემდეგ კი სიტყვას უღალატა.

UFC 316-ის შემდგომ პრესკონფერენციაზე, დანა უაითმა, ამ ამბის პირველი ნახევარი დაადასტურა, თუმცა უარყო, რომ ჯონსმა ასპინალზე უარი თქვა.

სხვა სტატიები