რა (ვერ) ვნახეთ UFC 321-ზე?
აბუ დაბიში, 'ეტიჰედ არენაზე' გამართული UFC-ის ივენთი (UFC321) დიდ ყურადღებას იპყრობდა. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მძიმეწონოსანი ტომ ასპინალი ქამარს სირილ განის წინააღმდეგ იცავდა (ამ უკანასკნელს კარიერაში მესამედ მიეცა საჩემპიონო ქამარზე ჩხუბის შანსი).
აბუ დაბის ჰყავდა საკუთარი ფავორიტი - უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც მერაბ დვალიშვილთან განცდილი მარცხის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნდა.
ქალთა მინიმალურ წონაში, 2 ბრაზილიელს, მაკენზი დერნისა და ვირნა ჟანდირობას, ვაკანტური ქამრის ბედი უნდა გაერკვიათ.
დღის მთავარ ბარათზე 5 ჩხუბი იყო გამოტანილი და დავიწყოთ იმ ორით, რომლითაც (MAIN CARD) გაიხსნა.
ალექსანდრ რაკიჩი Vs აზამატ მურზაკანოვი
ნახევრადმძიმე წონაში, დაუმარცხებელმა მოჭიდავემ, აზამატ მურზაკანოვმა, დივიზიონის ტოპ ათეულში აღზევება, შაბათის მთავარი ბრძოლების პირველ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, მან დიდი ხნის კონკურენტი, ალექსანდრ რაკიჩი პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.
მურზაკანოვმა რაკიჩს მოკლე, მაგრამ უძლიერესი დარტყმა გაუტარა, რუს მებრძოლს დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ დამაზიანებელი დარტყმის შემდეგ საქმე ბოლომდე მიეყვანა, მსაჯის ჩარევამდე კიდევ ერთი დარტყმა მოასწრო და ყველაფერი დაასრულა.
AZAMAT MURZAKANOV KNOCKS OUT ALEKSANDAR RAKIC IN THE FIRST ROUND!!!!!! #UFC321 pic.twitter.com/jE3XDDBeNY
— Championship Rounds (@ChampRDS) October 25, 2025
ალექსანდრ ვოლკოვი Vs ჯეილტონ ალმეიდა
მძიმე წონით დივიზიონში გამართული ეს 3-რაუნდიანი ბრძოლა მოსაწყენი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დაპირისპირება ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ალმეიდას სურდა(მიწაზე), გამარჯვება მაინც ვოლკოვს დარჩა. MMA-ს ქულების სისტემა, რომელიც კონტროლზე მეტად ზიანს ანიჭებს უპირატესობას, ნიშნავდა, რომ ვოლკოვის მიერ, ბრძოლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო უფრო ფასეულ აქტივობად მიიჩნიეს.
ვოლკოვმა პირველ რაუნდში შეძლო თავად ყოფილიყო ზემოდან და იდაყვებით დაემუშავებინა მეტოქე. ალმეიდამ მეორე რაუნდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ვოლკოვის მიწაზე გაკონტროლება მოახერხა და რაუნდებშიც ანგარიში გათანაბრდა.
გადამწყვეტ რაუნდში, ბრძოლა ისევ ალმეიდას სცენარით და მიწაზე მიმდინარეობდა, თუმცა არასაკმარისი აქტიურობისა და იმის გამო, რომ ალმეიდა თითქმის არ ცდილობდა მეტოქის დაზიანებას, გაყოფილი გადაწყვეტილებით, მსაჯებმა გამარჯვებულად ალექსანდრ ვოლკოვი გამოაცხადეს.
Dana White reacts to Alexander Volkov's win over Jailton Almeida:
— Championship Rounds (@ChampRDS) October 25, 2025
"You can't win a fight by just laying on top of somebody... I was actually very happy with the way the judges scored that fight." #UFC321 pic.twitter.com/JiRSV2lxYi
უმარ ნურმაგომედოვი Vs მარიო ბაუტისტა
უმსუბუქესი დივიზიონის ჩემპიონობის ყოფილი პრეტენდენტი, უმარ ნურმაგომედოვი, შეიძლება ითქვას, რომ ოქტაგონზე ეფექტურად დაბრუნდა. 3-რაუნდიან დაპირისპირებაში, დაღესტნელმა მებრძოლმა, კარგი კრივი და დომინანტური ჭიდაობა შეურია და მარიო ბაუტისტაზე ერთსულოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ნურმაგომედოვმა, რომელიც წელს პირველად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც დაუმარცხებელი სერია მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა შეუწყვიტა, 15-წუთიანი ბრძოლის შემდეგ სუფთა გამარჯვებით იდგა ოქტაგონის ცენტრში, თუმცა თითქმის ვეღარ სუნთქავდა და ის, რომ თავისი ჩხუბით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, აღიარა კიდეც.
Umar Nurmagomedov shows love to Khabib after his fight ❤️
— Championship Rounds (@ChampRDS) October 25, 2025
"Today I understand, I'm like amateur in this game. How did this guy Khabib... I always try to do like him, but I can't." #UFC321pic.twitter.com/8YPVgFsOj1
მაკენზი დერნი Vs ვირნა ჟანდირობა
ქალთა შორის, მინიმალურ წონაში, ვეილი ჟენგის მიერ ვაკანტურად დატოვებული ქამრის მოსაპოვებლად, ერთმანეთს თანამემამულეები დაუპირისპირდნენ. ბრაზილიელმა გოგოებმა 25-წუთიანი უშეღავათო ბრძოლა გამართეს, სადაც გამარჯვება დერნის დარჩა.
დერნის გამარჯვების დიდი წილი დგომში ჩხუბზე მოდის, მან 25 წუთის განმავლობაში უკეთესი დარტყმები განახორციელა. დერნი ბრძოლის უმეტეს ნაწილს ჯებითა და პირდაპირი დამიზნებული დარტყმებით მუშაობას უთმობდა. ჟანდირობამაც რამდენიმე ძლიერი დარტყმა გაუტარა მეტოქეს, თუმცა საკმაოდ ახლო ბრძოლის ამ კონკრეტულ ასპექტში დერნიმ ხარისხობრივად მაინც დაჩაგრა.
ჟანდირობა გრეპლინგზე იყო ორიენტირებული - ცხრა 'თეიქდაუნი' აიღო და ათზე მეტი სცადა, თუმცა დერნი სწრაფად ახერხებდა მიწაზე არსებული პოზიციების დაძლევას და ხშირად დაბლიდან ყოფნის დროსაც ახერხებდა დარტყმების განხორციელებას. მინიმალურ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს და ეს მაკენზი დერნია.
THE EMOTIONS FROM MACKENZIE DERN AFTER WINNING THE UFC TITLE 🥹
— ESPN (@espn) October 25, 2025
Stream #UFC321 on the ESPN App ➡️ https://t.co/K4DaFRKUKc pic.twitter.com/8d7JtWIkTn
ის, რაც UFC321-ის გვირგვინი უნდა ყოფილიყო - ჩაიშალა. 'მსოფლიოს ყველაზე საშიში კაცების' დივიზიონში, ტომ ასპინალი ქამარს სირილ განის წინააღმდეგ იცავდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, განს მესამედ ეძლეოდა ჩემპიონობის შანსი (მანამდე ჯონ ჯონსთან და ნგანუსთან დამარცხდა). ბრძოლის დაწყებისთანავე ნათელი გახდა, რომ სირილი საჩემპიონო ბრძოლას ასეთ ფორმაში არ შეხვედრია - ის ძალიან თავისუფლად მოძრაობდა და ბასრი დარტყმებით სწრაფად დააზიანა ჩემპიონი (მალევე ასპინალს ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო).
პირველი რაუნდის ნახევრის გასვლის შემდეგ, ასპინალს თვალში მოწინააღმდეგის თითები მოხვდა - ოქტაგონზე ექიმის გამოსვლა გახდა საჭირო, მცირე ჩარევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასპინალს ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო, ის მარჯვენა თვალით ვეღარაფერს ხედავდა. იმის გამო, რომ თვალში თითის ჩარტყმა წესების დარღვევაა (ნებსით თუ უნებლიედ), ბრძოლა გაუქმებულად გამოცხადდა (No Contest).
იქამდე, სანამ მათ შორის ისევ ჩაინიშნება ჩხუბი, მძიმე წონის ჩემპიონი ისევ ტომ ასპინალი იქნება.
Tom Aspinall was PISSED that fans were booing after the fight got called off 😬😳 #UFC321
— Championship Rounds (@ChampRDS) October 25, 2025
"What the f***, why you booing? What am I supposed to do about it, I didn't do the poke. I can't see!
Complete bullsh*t, I'm pissed off."pic.twitter.com/SMMFTYHqZi