ისტორიაში პირველად - თბილისი ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს
ისტორიაში პირველად - საქართველო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მასშტაბური ტურნირი, რომელშიც 150-ზე მეტი ქვეყნის 1800-მდე ქალი და კაცი მოფარიკავე იღებს მონაწილეობას, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
22 ივლისს დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატი 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და კაცთა და ქალთა შორის (ინდივიდუალური/გუნდური) მედლების 12 კომპლექტი გათამაშდება. გამარჯვებულები ფარიკაობის სამივე (ხმალი, რაპირა, დაშნა) სახეობაში გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 12 კაცი და 13 ქალი მოფარიკავე დაიცავს.
კაცები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გიორგი ურუშაძე (ხმალი). ლუკა ქათამაძე, ლუკა კვანჭიანი, სპარტაკ რაზმაძე, ანზორ ალბრეხტი (დაშნა). არჩილ უგულავა, დემეტრე კვანტალიანი, ლუკა რამიშვილი, პაველ ბორონტოვი (რაპირა).
ქალები: ევა აჰამიანი, ანასტასია ცანავა, ლიკა ჯიჯეიშვილი, ალექსანდრა კუაევა, ანასტასია, ასათიანი (ხმალი). ლიზა ტაყაიშვილი, ანანო ჯინჭარაძე, მარიამ ელიავა, ნინო გუდამათიაშვილი ( რაპირა). თამილა მურიდოვა, ტატიანა სვანიძე, ბარბარე მებუკე, არინა სკოლიშევა (დაშნა).
We’re kicking off Day 1 of the #Tbilisi2025 #FencingWorldChampionships! 🙌 Take a look at some great moments from the women’s individual epee pools🤺#FIE #TrainingCamp #fencing #esgrima #escrime #Georgia
— FIE (@FIE_fencing) July 22, 2025
📸 Eva Pavia Gomez | Augusto Bizzi | #BizziTeam pic.twitter.com/22YDEXpv6W
შეგახსენებთ, რომ საქართველო სენიორებს შორის ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ წელს, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიიღეს, სადაც საქართველოს კანდიდატურას მხარი ხმის მიცემის პროცესში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა.