Belive

"ილიას წინააღმდეგ გეიჯის 100%-ით მხარს ვუჭერ" - მახაჩევის მენეჯერი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

გავრცელდა ჭორები, რომ ილია თოფურიას მომავალი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. ორივე მებრძოლის სტილიდან გამომდინარე საკმაოდ სანახაობრივი ჩხუბი უნდა გამოვიდეს. ისლამ მახაჩევის მენეჯერი ალი აბდელაზიზი თვლის, რომ "მატადორმა" ჭიდაობა უნდა სცადოს. მისი აზრით, გეიჯის დარტყმები ილიასთვის ზედმეტად საშიშია.

არაფერი შეცვლილა. ჯასტინი თავისი თოფების ერთგული დარჩება. მას ამ ბრძოლაში 100%-ით ვუჭერ მხარს.

თუ ისინი ჯასტინამდე საჩემპიონო ჩხუბს არმანს მისცემენ, ვიტყვი რომ ცარუკიანმა ეს დაიმსახურა. ის ნომერ პირველი კანდიდატია და გიჟური გამარჯვების სერია აქვს. არმანის გარდა, ვერავის დამისახელებთ, ვინც ჯასტინის შემდეგ ამ ჩხუბს იმსახურებს. საქმე ისე მიდის, რომ არმანი ჰუკერს შეხვდება.

იმის გათვალისწინებით თუ რა გაუკეთებია გეიჯის UFC-სთვის, ყველაზე ცოტა, რაც კომპანიამ შეუძლია ჯასტინს მისცეს, თოფურიას წინააღმდეგ სატიტულო ბრძოლაა. მათი ჩხუბი მანქანების შეჯახებას ჰგავს. ვინც პირველი გაუშვებს დარტყმას, სწორედ ის დაიძინებს. ეს არის ჩემი აზრი. ვფიქრობ, ილიამ ჯასტინთან ჭიდაობა უნდა სცადოს. გეიჯი ზედმეტად საშიშია იმისთვის, რომ უბრალოდ ფეხზე დარჩე და მისკენ დარტყმები იქნიო. ილიაც ძალიან ძლიერი სტრაიკერია. სიმართლე გითხრათ, დღეისათვის UFC ამაზე კარგ ჩხუბს ვერ ჩანიშნავს. - განაცხადა ალი აბდელაზიზმა

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონის დივიზიონში მე-5 პოზიციას იკავებს. დღევანდელი მონაცემებით ილიას სამი პოტენციური მეტოქე ჰყავს: ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი და პადი პიმბლეტი.

სხვა სტატიები