Belive

"ისლამზე მეტად 2 წონის ქამარს არავინ იმსახურებს" - ალი აბდელაზიზი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევის მენეჯერმა წონის შეცვლის მიზეზზე ისაუბრა. ალი აბდეაზიზი თვლის, რომ მახაჩევზე მეტად ორი წონის ქამარს არავინ იმსახურებს.

ბელალს რომ მოეგო, ისლამი ქვესაშუალო წონაში არასდროს ავიდოდა. მან დივიზიონში ყველა დაამარცხა: დენ ჰუკერი, არმანი, ჩარლზ ოლივეირა. ისლამს 15-ბრძოლიანი გამარჯვების სერია აქვს. ბოლო 10 ოპონენტიდან 9 დააფინიშა. სხვა არავინ იყო, ვინც ისლამზე მეტად ორი წონის ქამარს იმსახურებდა. - განაცხადა ალი აბდელაზიზმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ისლამთან ბრძოლა სურდა და ამისთვის დივიზიონიც შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ბელალმა ქვესაშუალო წონის ქამარი დაკარგა, ისლამმა მსუბუქი წონა დატოვა. რაც შეეხება ილიას, ის ჩარლზ ოლივეირას ქამრისთვის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები