"ქამარი სახლში ბრუნდება" - რუსი გულშემატკივრის გამოხმაურება
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბმა მიიღო ის რასაც ითხოვდა - ბრძოლა დეკემბერში. მისი ბოლო ბრძოლიდან 10 დღეც არაა გასული და "მანქანა" უკვე ახალი ჩხუბისთვის მზადებას იწყებს. 6 დეკემბერს დვალიშვილი პიოტრ იანთან განმეორებით ბრძოლას გამართავს. აი რას წერენ რუსი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.
ქამარი სახლში ბრუნდება
პიოტრი მოიგებს. შემდეგი მერაბი-უმარი, უმარი ყველა კითხვას პასუხს გასცემს და საჩემპიონო ჩხუბი იანი-უმარი.
ყველა ვინც ფიქრობს, რომ ამ ჩხუბში მერაბი წააგებს ჯამბაზია
იანი ჩემი საყვარელი მებრძოლია, თუმცა, მერაბმა ჩემი პატივისცემა დაიმსახურა, რადგან მზადაა ყველასთან იჩხუბოს.
პეწია გამარჯვებას ელოდება, კარგ მოსამზადებელ პერიოდს გისურვებ
დროა უკან დავიბრუნოთ ის, რაც არასდროს უნდა დაგვეკრგა
მერაბის მთავარი ბრძოლა ESPN-ისთვის შუა თითის ჩვენებას ჰგავს. უმარის ჩემპიონობა 2026 წელში იტვირთება
იანმა 2-3 ბრძოლა გამოიარა, სადაც გაძარცვეს. ამჯერად ვიღაცას ცხვირს გაუტეხავენ - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და პიოტრის ბრძოლა დვალიშვილის სრული დომინაციით დასრულდა. 5-რაუნდიან ჩხუბში ქართველმა ყველა რაუნდი მიიღო და მეტოქე მიწასთან გაასწორა.