Belive

"ინფექცია პროგრესირდა და ექიმებმა გადაწყვიტეს ხელის ამპუტაცია" - გიგა ჭიკაძე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მებრძოლი გიგა ჭიკაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც MMA-ს სამყაროს ჩვენი ქვეყანა გააცნო. ქვემსუბუქ წონაში "ნინძა" გრიგალივით შევარდა. საფირმო GIGA KICK-ით საქმე უამრავ მეტოქეს გაურთულა. 7-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერიით ჭიკაძე სატიტულო ბრძოლის კანდიდატებშიც გამოჩნდა.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა. სპორტში უამრავი დეტალია რაც გულშემატკივარმა არ იცის. გიგამ სწორედ ასეთი ამბავი გაგვიმხილა.

2015 წლის ოქტომბერს დამიდასტურდა "სტრეფტოკოკ" და "სტაფ" ინფექციები და სასწრაფოდ გადამიყვანეს ჰოსპიტალში. 1 კვირის მეთვალყურეობის შემდეგ ინფექცია პროგრესირდა და ექიმებმა გადაწყვიტეს ხელის ამპუტაცია. ჩემს ცოლს გადასცეს საბუთი რაზეც მას 24 საათის განმავლობაში ხელი უნდა მოეწერა, რაც მისცემდა ექიმებს ამპუტაციის საშუალებას! თამო😍🙏🏼😅
P.S. 5 კვირის შემდეგ გავმართე MMA-ის სადებიუტო ბრძოლა - წერს გიგა საკუთარ Facebook გვერდზე

წარმატებული სერიის შემდეგ, ჭიკაძე სამწუხაროდ კელვინ კატართან დამარცხდა. "ნინძამ" იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ წელიწადზე მეტი უქმად იყო. თუმცა, გამოჯანმრთელდა და წარმატებითაც დაბრუნდა. ბოლო ბრძოლაში "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და 20 თვიანი პაუზა გამარჯვებით აღნიშნა. ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

სხვა სტატიები