Belive

"იმდენი ვუგულშემატკივრე, რომ ახლა მომწონს" - მერაბ დვალიშვილი იანზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოსა და კამარუ უსმანის გადაცემას სტუმრობდა. "მანქანამ" რამდენიმე თემაზე ისაუბრა და რა თქმა უნდა, იანთან ჩხუბსაც შეეხო. როგორც დვალიშვილი ამბობს, იანთან საბრძოლველად განწყობა გაუჭირდება.

ის რუსია, მე ქართველი. ყოველ ჯერზე, როდესაც რუსებს ვხვდებით ვალდებულები ვართ, რომ მოვიგოთ. როცა ვინმეს დაამარცხებ, შემდეგ მას გულშემატკივრობ. იმდენი ვუგულშემატკივრე, რომ ახლა მომწონს. გამიჭირდება მასზე გავბრაზდე. გამოწვევაც კი ძალიან პატივსაცემი ჰქონდა. - განაცხადა მერაბმა

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის ბრძოლა 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. თუ "მანქანა" ამ ბრძოლასაც მოიგებს პირველი გახდება, ვინც წერთ კალენდარულ წელში 4 საჩემპიონო ჩხუბში გაიმარჯვებს.

სხვა სტატიები