"ილიასთან წაგების შემდეგ, მასთან ბრძოლა მეორე დღესვე მინდოდა" - ჩარლზ ოლივეირა
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. არიელ ელვანისთან სტუმრობისას ბრაზილიელს ასეთი კითხვა დაუსვეს: "ილია იმაზე უკეთესი იყო ვიდრე ელოდი?"
არ ვფიქრობ რომ საქმე უკეთესზე ან უარესზეა, უბრალოდ ის მისი ღამე იყო. ველოდი რომ გამოვიდოდა და რაღაცას გავაკეთებდი, მაგრამ უბრალოდ არ გამოვიდა. სამაგიეროდ, გამოვიდა მისთვის. მისი ღამე იყო და უბრალოდ ჩემზე უკეთესად იასპარეზა.
ილიასთან წაგების შემდეგ, მასთან ბრძოლა მეორე დღესვე მინდოდა. ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, რომ სახლში წავსულიყავით, ცოტა დაგვესვენა და ოჯახი გვენახა. ეს გავაკეთე, ახლა კი მზად ვარ! - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ
"It was [Topuria's] night and he did better than I did... I really wanted to go back and fight the very next day.
— Ariel Helwani (@arielhelwani) September 10, 2025
Between my trainer and everything else, they said, let's go home, let's rest a little bit and go see the family, and that's what I did. I'm ready to go."
Charles… pic.twitter.com/FFccH3MbFF
შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირას რაფაელ ფიზიევთან აქვს ბრძოლა ჩანიშნული. მათი დაპირისპირება 12 ოქტომებერს რიოში გაიმართება.