"ილიას ქვესაშუალო წონაში ამოსვლა ნამდვილი კოშმარი იქნება" - შონ ბრედი
1 საათის წინ
სხვა
1 წთ
MMA Fighting-თან საუბრისას შონ ბრედიმ თქვა, რომ ილიას ქვესაშუალო წონაში გადასვლა დივიზიონის მებრძოლებისთვის ხელსაყრელი არ იქნება. ამერიკელი თვლის, რომ ამ წონის მებრძოლებს საჩემპიონო ჩხუბსთვის კიდე კარგა ხნით მოუწევთ მოცდა.
ღმერთო ჩემო... ამ ბიჭის ქვესაშუალო წონაში ამოსვლა ნამდვილი კოშმარი იქნება. ეს ჩვენ ერთი ან ორი წლით უკან ჩაგვაჩოჩებს. ამაზე არ ვფიქრობ. - ამბობს შონ ბრედი
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას დიდი ხანია ისლამ მახაჩევს შეებრძოლოს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ისლამი მსუბუქ წონაში იბრძოდა, ილიას მას იწვევდა. დივიზიონის შეცვლის და წონის მომატების მიუხედავად, "მატადორი" დაღესტნელის მაინც იწვევს. მოსალოდნელია, რომ გეიჯის დამარცხების შემდეგ ილია ქვესაშუალო წონაში გადავა და მახაჩევს შეხვდება.