"ილიას მსუბუქ წონაში არ შევხვდები" - ისლამ მახაჩევი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
საბრძოლო სამყარო ილიასა და ისლამის ბრძოლას დიდი ხანია ელოდება. თითქოს მზაობა ორივე მებრძოლის მხრიდანაა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიდის. ახლა კი მახაჩევი გადაჭრით ამბობს, რომ თოფურიას მსუბუქ წონაში არ შეხვდება.
ილიასთან ბრძოლისთვის მზად ვარ, თუმცა მსუბუქ წონაში არა. ამ წონაში ჩემი დამარცხება ვერავინ შეძლო და ქამარიც ჩემი იყო. ჩემი საქმე გავაკეთე, ქამარი დავტოვე და ახლა რისთვისღა დავბრუნდე. ქვესაშუალო წონაში ამოსვლას თუ გადაწყვეტს, სიამოვნებით დავხვდები. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
შეგახსენებთ, რომ ისლამმა მსუბუქი წონა უკვე დიდი ხანია დატოვა და ქვესაშულო წონის ჩემპიონიც გახდა. ზედა დივიზიონში ასვლა დაღესტნელმა წონის კლების პრობლემების გამო გადაწყვიტა.