Belive

"ილიას და გეიჯის ჩხუბის ჩანიშვნა ჩემი დროის ხარჯვაა" - არმან ცარუკიანი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანი არიელ ელვანის გადაცემას სტუმრობდა. სომეხმა მებრძოლმა გეიჯისა და პადის ჩხუბზე ბევრი ისაუბრა. პიმბლეტი სასტიკად გააკრიტიკა და ისიც ახსენა, რომ ილისა და გეიჯის ბრძოლას აზრი არ აქვს.

გეიჯის ილიას წინააღმდეგ ჩასმა უაზრობაა. გეიჯი თოფურიას წინააღმდეგ - ეს უბრალოდ დროის ხარჯვაა, ჩემი დროის ხარჯვა. გეიჯის არანაირი შანსი აქვს. ჭიდაობა, რომ შეეძლოს კი... მაგრამ ჭიდაობა არ შეუძლია. კრივშიც კი, როცა ჯებს ისვრის ხელებს ძირს აგდებს. ამ დროს ილია ჰუკს მოარტყამს და გათიშავს. ნიკაპიც კი არ აქვს ძლიერი, პადი ერთხელ მოარტყა და ფეხები აუკანკალდა.

პადი UFC-ში ყველაზე ცუდი მებრძოლია. ილიაზე ასე ხომ არ ვამბობ? ილია, ისლამი, ოლივეირა, ჰოლოუეი, პორიე კარგი მებრძოლები არიან. პადი კი უბრალოდ ნაგვის ურნაა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არ მომწონს უბრალოდ ასეა. მასთან ბრძოლა რომ მომცენ უბრალოდ ვეთამაშები. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ პადი პიმბლეტმა და ჯასტინ გეიჯიმ მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის იბრძოლეს. ახლა კი, გეიჯის საკუთარი ქამრის დასაცავად ილიასთან ბრძოლა მოუწევს.

სხვა სტატიები