"ილიას და გეიჯის შორის გამარჯვებულს ველოდები" - არმან ცარუკიანი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
JAXXON Podcast-ში სტუმრობისას ცარუკინმა განაცხადა, რომ ილისა და ჯასტინს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მისი თქმით, ეს ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არაა, მაგრამ UFC-მ ასე უთხრა.
ილიასა და გეიჯის ბრძოლას ველოდები. მათგან გამარჯვებულს შევხვდები. ეს ოფიციალური არ არის, მაგრამ UFC-მ ასე მითხრა. სიამოვნებით შევხვდები ოლივეირასა და ჰოლოუეიდან ერთერთს, რადგან დიდ ხანს მოცდა არ მინდა. ერთი წელი ჩხუბისთვის ლოდინი აღარ მინდა. - განაცხადა ცარუკიანმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომავალ ჩხუბში ჯასტინ გეიჯის შეხვდება. მათი ბრძოლ მსუბუქი წონის ქამრისთვის შედგება და 15 ივნისს, თეთრ სახლში გაიმართება.