Belive

ილია თოფურია: 'ყველაფერი ავისრულე, ახლა კრივის ჩემპიონთან შეხვედრა მინდა'

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის 2 დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ესპანეთში შერეული საბრძოლო ხელოვნების ჩასვლა (შეჯიბრის ჩატარება UFC-ის მიერ) „ბევრად ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“ და განაცხადა, რომ ეს „აუცილებლად“ 2026 წელს მოხდება. მან განცხადება მადრიდში, Nueva Economía Forum-ის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო საუზმეზე გააკეთა, სადაც გულშემატკივრებს იმაშიც გამოუტყდა, რომ კრივში გადასვლა სურს და სამგზის უდავო ჩემპიონის, ტერენს კროუფორდის დამარცხებას ისახავს მიზნად.

მრავალი წელია მინდოდა კრივში გადასვლა. ახლა, როდესაც საბოლოოდ გვყავს კრივში ნამდვილი ჩემპიონი, სიამოვნებით შევხვდები ტერენს კროუფორდს. შედეგში ეჭვი არ მეპარება: გამარჯვება, ეჭვგარეშეა.

ჯერ ჩემპიონობა მინდოდა. შემდეგ კიდევ ერთი ლეგენდის დამარცხება. ამას მოჰყვა ჩემი ოცნება ორი დივიზიონის ჩემპიონობაზე - ყველაფერი ავისრულე. სულ უფრო მიჭირს სამომავლო გეგმებზე საუბარი, თუმცა ახლა კრივში საუკეთესო ტერენს კროუფორდია და მასთან ჩხუბი მინდა. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ტერენს კროუფორდმა კანელო ალვარესი დაამარცხა და სუპერსაშუალო წონის ტახტზეც ავიდა. აღსანიშნავია, რომ კროუფორდი გახდა პირველი კაცი მოკრივე, რომელიც ჩემპიონი 3 განსხვავებულ წონით კატეგორიაში გახდა (სუპერმსუბუქი, ქვემსუბუქი და სუპერსაშუალო).

ტერენს კროუფორდს პროფესიონალურ კარიერაში 42 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არცერთხელ დამარცხებულა. ამერიკელმა მოკრივემ ილია თოფურიაზე განაცხადა, რომ მისი არცერთი ბრძოლა ნანახი არ აქვს და სერიოზულად არ აღიქვამს.

სხვა სტატიები