ილია თოფურია იანვარში არ იბრძოლებს
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ალვარო კოლმენეროს ინფორმაციის მიხედვით, ილია თოფურია იანვარში არ იბრძოლებს. ესპანელი ჟურნალისტის თქმით, ეს ამბავი გადაწყვეტილია. "მატადორის" დაბრუნების სავარაუდო თარიღი მარტი-აპრილი იქნება.
საკითხები საგრძნობლად შეიცვალა. პირადმა სიტუაციებმა გავლენა იქონია და გაოცდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები მსუბუქ დივიზიონში. შემიძლია დავადასტურო, რომ ილია იანვარში არ იბრძოლებს. თებერვალი? ეჭვი მეპარება. მე თუ მკითხავთ, ვფიქრობ ილია გაზაფხულზე იჩხუბებს. - ამბობს ალვარო კოლმენერო
Ilia Topuria will not be fighting on UFC’s first Paramount show in January 😩
— Happy Punch (@HappyPunch) November 26, 2025
“Things have changed a lot. There have been private situations, and you’re going to be very surprised at what’s going to happen in lightweight.
I can confirm that Ilia will not fight in January.… pic.twitter.com/GhO9nrXpHy
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ივნისში იბრძოლა. მისი მოწინააღმდეგე ჩარლზ ოლივეირა იყო, რომელსაც მსუბუქი წონის ქამრისთვის დაუპირისპირდა. ილიამ ბრაზილიელი მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში გათიშა.