Belive

"ილია თავს კარგად გრძნობს და როცა დაბრუნება, ქამარსაც მოიგებს" - მერაბ დვალიშვილი

19 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა ილიას ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ თოფურია თავს ძალიან კარგად გრძნობს და მალე ქამარსაც დაიბრუნებს.

პირველი რაუნდის შემდეგ ილია გატეხილი სახის ძვალით იბრძოდა. ამ ტრავმის შემდეგ, ხალხს საკუთარი სახელის დაწერაც უჭირთ, ილიამ კი 4 რაუნდი იბრძოლა. ამ დროში მეორე ძვალიც გაიტეხა და ხალხი მას მაინც შეურაცხყოფს.

როგორც ხედავთ ცხოვრებით სიამოვნებას იღებს. ის ყოველთვის ასეა. თავს კარგად გრძნობს და როცა დაბრუნება, ქამარს მოიგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას დაამარცხებს. ეს უკვე ყველამ იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქამარი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაკარგა, სადაც ძალიან მძიმე დაზიანებებიც მიიღო. დიდი ალბათობით, თოფურია დაბრუნების შემდეგ რევანშს მიიღებს და გეიჯისთვის ქამრის წართმევის შანსი მიეცემა.

სხვა სტატიები