Belive

"ილია ის ბიჭია, რომელმაც ყველაზე ძლიერად დამარტყა" - ოლივეირა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა. როგორც ბრაზილიელი ამბობს, ილიასგან ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო.

ილია ერთმნიშვნელოვნად ის ბიჭია, რომლისგანაც ყველაზე ძლიერად მომხვდა. აქამდე ისეთი ბიჭებისგან მიმიღია დარტყმები როგორებიც მაიკლ ჩენდლერი, დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯი არიან. მათმა დარტყმებმა გამაბრუვა და ზიანიც მომაყენა, მაგრამ ილია ყველაზე მაგრად ურტყამს. - განაცხადა ოლივეირამ

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონობა სწორედ ოლივეირასთან ბრძოლაში მოიპოვა. "მატადორი" ერთადერთი ქართველია, რომელმაც UFC-ის ორი წონის ჩემპიონობა იზეიმა.

სხვა სტატიები