Belive

"ილია გრძნობდა, რომ მახაჩევთან მარტივი გასეირნება არ ელოდა" - ბენილ დარიუში

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ისლამისა და ილიას ბრძოლის ჩაშლაზე ბევრი მიზეზი გავიგეთ. ისლამის ტრავმა, ილიას მხრიდან მოთხოვნილი ზედმეტად დიდი თანხა და ა.შ. თუმცა, ის რაც ბენილ დარიუშმა თქვა პირველად გვესმის. ამერიკელი მებრძოლი თვლის, რომ თოფურიას მახაჩევისთვის გეგმის შედგენა გაუჭირდებოდა.

შესაძლოა ეს ბრძოლა იმიტომ არ ჩაინიშნა, რომ ილია სწორად არ იყო განწყობილი და გრძნობდა, რომ მახაჩევთან მარტივი გასეირნება არ ელოდა. ვფიქრობ, ის გეიჯისთან ჩხუბს ისე უყურებს, როგორც კარგ ანაზღაურებას. ჯასტინისთვის საბრძოლო გეგმის შედგენა უფრო მარტივია, ვიდრე მახაჩევისთვის. - ამბობს ბენილ დარიუში

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომავალ ბრძოლას თეთრი სახლის ღონისძიებაზე გამართავს. ის ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და მათი ჩხუბი მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.

სხვა სტატიები