Belive

"ილია ჩემთვის MMA-ს მომავალია" - ტომ ასპინალი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

TNT Sports-თან UFC 317-ის განხილვისას ტომ ასპინალმა ილიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ინგლისელმა ჩემპიონმა თოფურიას შერეული საბრძოლო ხელოვნებების მომავალიც კი უწოდა.

მას დამანგრეველი ძალა და შესანიშნავი გრეპლინგი აქვს. ყველა საბრძოლო სტილს ერთმანეთთან ძალიან კარგად აკავშირებს. ჩემთვის ის MMA-ს მომავალია. - განაცხადა ასპინალმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომავალ ბრძოლა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს. "მატადორის" მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება, რომელიც მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 29 ივნისს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები