Belive

"იანის დამარცხება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქამარი" - მერაბ დვალიშვილი

21 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბმა იანთან ჩხუბის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ქამარზე მნიშვნელოვანი პიოტრის დამარცხებაა. დვალიშვილისთვის იანი მსოფლიოში საუკეთესოა და სწორედ ამიტომ მის დამარცხებას უფრო დიდ წარმატებად აღიქვამს.

მე მინდა იანთან ჩხუბი მოვიგო, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ქამარი მეორეხარისხოვანია, თუ ქამარიც მოყვება რა თქმა უნდა კარგია. მე მებრძოლი ვარ და მინდა მსოფლიოში საუკეთესოს წინააღმდეგ მოვიგო. ესაა ჩემი მიზანი.

ვიცოდი, რომ პიოტრთან ჩხუბის აღებით ვრისკავდი, რადგან მოკლე დროში რთულ მოწინააღმდეგესთან უნდა მეჩხუბა. ოქტაგონზე რეალური გეგმითაც არ გამოვსულვარ, უბრალოდ მინდოდა აქტიური ვყოფილიყავი. მივიღე ბრძოლა, წავაგე და არ ვნანობ. პირველ ბრძოლაში, როცა დავამარცხე, უარეს მდგომარეობაში ვიყავი. ხელი მქონდა მოტეხილი და მაინც მოვიგე. - განაცხადა მერაბმა

შეგახსენებთ, რომ ორ თვეში მერაბისა და იანის ტრილოგია შედგება. UFC 333 აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება, მთავარ ბრძოლაში კი დვალიშვილისა და იანის საჩემპიონო დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები