Belive

გურამ ქუთათელაძის მომავალი მეტოქე ჯეიმი მალარკი იქნება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამ ქუთათელაძის მომავალი მეტოქე ავსტრალიელი მებრძოლი ჯეიმი მალარკი იქნება. მათი დაიპირსპირება UFC Vegas 74-ზე გაიმართება, რომელიც 4 ივნისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ Frontkiсk.online-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამის მეტოქე ჯონ მაკდესი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი შეიცვალა.

მალარკის UFC-ში უკვე 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული საიდანაც 4 მოიგო. ავსტრალიელმა ბოლო ბრძლა არგენტინელი ფრანცისკო პრადოს წინააღმდეგ ჩაატარა და ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა.

რაც შეეხება ქუთათელაძეს, ბოლო ბრძოლა ქუთათელაძემ მსაჯების გადაწყვეტილებით, დამირ ისმაგულოვთან დათმო და UFC-ში პირველი წაგებაც იწვნია. გურამს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ერთი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები