Belive

გურამ ქუთათელაძე მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა

11 თვის წინ სხვა
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურამ ქუთათელაძე UFC 289-ზე აღარ იბრძოლებს. "ქართველი ვიკინგი" მალარკისთან ბრძოლას ჩაეხსნა. ამის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ ქართველისა და ავსტრალიელის ბრძოლა 4 ივნისს იყო ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქუთათელაძე ბრძოლას ოქტაგონზე გასვლამდე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ UFC 283-ზე ქუთათელაძისა და მოიზესისა დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. ბრძოლა 21 იანვარს ბრაზილიაში, რიო-დე ჟანეიროში იყო ჩანიშნული, თუმცა გურამი ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.

ბოლო ბრძოლა ქუთათელაძემ მსაჯების გადაწყვეტილებით, დამირ ისმაგულოვთან დათმო და UFC-ში პირველი წაგებაც იწვნია. გურამს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ერთი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები