Belive

"გეიჯის სტილს თუ გავაანალიზებთ, დიდია ალბათობა რომ პირველივე რაუნდში დავიძინო" - თოფურია

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია ამბობს, რომ ფანებმა გეიჯი მარტივად ჩამოწერეს. როგორც ილია ამბობს, ჯასტინის ჩხუბის სტილის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული რომ პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდეს.

მახსოვს, როცა მსუბუქ წონაში ავედი, ყველა ამბობდა რომ პატარა ვიყავი და მარტივად დამანოკაუტებდნენ. გადავედი მაღალ წონაში და ჩარლზ ოლივეირა გავთიშე. ახლა ჯასტინ გეიჯის ვებრძვი და ისე საუბრობენ თითქოს მას არაფერი გაუკეთებია. ჯასტინი ზედმეტად ჩამოწერეს. ჯასტინი ჩხუბის სტილს თუ გავაანალიზებთ, დიდია ალბათობა რომ პირველივე რაუნდში დავიძინო. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ თოფურიას და გეიჯის ბრძოლა თეთრ სახლში მთავარი ჩხუბი იქნება. მათი დაპირისპირება 15 ივნისს მსუბუქი წონის ქამრისთვის შედგება.

სხვა სტატიები