განახლებული რეიტინგი | დვალაშვილი და ინანეიშვილი საუკეთესო 15-ეულში შევიდნენ
ყაზახეთში გამართულ ასტანას გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მედლები ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.
ყაზახეთის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ჩვენი მედალოსნები დაწინაურდნენ.
81 კგ
ზაურ დვალაშვილმა თბილისში მოგებულ მედალს, ასტანაში მოგებული ბრინჯაოც მიამატა. მან მოპოვებული მედლით, მსოფლიო რეიტინგში 500 ქულა დაიმატა და 4 პოზიციით დაწინაურდა - ახლა მის ანგარიშზე 2545 სარეიტინგო ქულაა, რითაც მსოფლიოს მე-14 ნომერია.
+100 კგ
2024 წლის თბილისის გრანდ სლემის შემდეგ, მსოფლიო ტურში პირველი მედალი მოიპოვა საბა ინანეიშვილმა.
საბამ 500 ქულა დაიმატა და 8 პოზიციით წინ წაიწია - ახლა მის ანგარიშზე 2480 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერია.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის გრანდ სლემით ძიუდოს მსოფლიო ტური დროებით დასრულდა - წინ მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც 13-20 ივნისის ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.