"გამოწვევის შესახებ გავიგე და უბრალოდ ველოდებით ყველაფერი უფრო ცხადი როდის გახდება" - ჰოლოუეი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
მატეუშ გამროტის დამარცხების შემდეგ, ჩარლზ ოლივეირამ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია. ბრაზილიელს სურს, მაქსს თეთრი სახლის ღონისძიებაზე BMF-ს ტიტულისთვის დაუპირისპირდეს. ამ გამოწვევას ჰოლოუეიმ საკუთარ YouTube-ის საშუალებით უპასუხა.
გამოწვევის შესახებ გავიგე. სახალისო იქნება. მე და ჩარლზს დაპირისპირების ისტორია გვაქვს. თავის მარცხს რაღაც ტრავმებს აბრალებს. ვფიქრობ, ამის გარკვევა გვჭირდებბა. ჩემი ხელი ნელ-ნელა უკეთესდება. უბრალოდ ველოდებით ყველაფერი უფრო ცხადი როდის გახდება. - ამბობს მაქს ჰოლოუეი
ბოლო მაქს ჰოლოუეი ოქტაგონზე 20 ივლისს გამოვიდა, სადაც დასტინ პორიეს შეხვდა. 5 რაუნდიან დაპირისპირებაში ჰავაელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და "ბრილიანტი" მესამე ცდით დაამარცხა.