Belive

"ილიასთან გათიშვის შემდეგ ოქტაგონზე გასვლა აღარ მინდოდა" - ჩარლზ ოლივეირა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონობა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მოიპოვა. "მატადორმა" ბრაზილიელი პირველივე რაუნდში ძალიან მძიმედ გათიშა და ქამარიც დაიმსახურა.

ფანებისთვის ჩარლზის ამ მდგომარეობაში ხილვა ძალიან მძიმე იყო, რადგან ოლივეირა ყველასათვის საყვარელი მებრძოლია. თავად ჩარლზი ამბობს, რომ ამ მარცხის შემდეგ ბრძოლა აღარ სურდა, თუმცა, ფანების მხარდაჭერამ დიდი მოტივაცია მისცა.

ჩემს ცხოვრებაში არასდროს დავნოკაუტებულვარ. როცა ჩხუბი დასრულდა, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. კარიერის დასრულებას არ ვფიქრობდი, მაგრამ იქ მოხვედრა აღარ მინდოდა. არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში კიდევ ჩავვარდნილიყავი. ვფიქრობდი რას გრძნობდნენ დედაჩემი, ჩემი ქალიშვილი, მამაჩემი. მინდოდა გამეგო და როცა დედას დავურეკე არ მიპასუხა.

- რამ მოგცა ძალა, რომ არ დანებებულიყავი?

ყველამ, ხალხმა, წერილებმა, ბავშვების ტირილმა. ამან მომკლა. ბავშვების ტირილის ძალიან ბევრი ვიდეო ვნახე. - თქვა ჩარლზ ოლივეირამ

ილიასთან მარცხის შემდეგ ოლივეირა მატეუშ გამროტს შეხვდა. ჩარლზში რიოში შინაურ კედლებში იბრძოდა და პოლონელი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ოლივეირამ ეს გამარჯვება ემოციურად აღნიშნა.

სხვა სტატიები