Belive

ფერგიუსონი დევიდ გოგინსის 'ჯოჯოხეთურ კვირას' გადაურჩა

5 თვის წინ სხვა
2 წთ

ტონი ფერგიუსონი თავის მომავალ ბრძოლას UFC 296-ზე პადი პიმბლეტის წინააღმდეგ გამართავს. "ელ კუკუი" მოსამზადებელ პერიოდს ლეგენდარულ ჯარისკაცთან, ყოფილ საზღვაო ქვეითთან და ულტრამარათონის მორბენალ დევიდ გოგინსთან ერთად გადის.

დევიდი საკუთარი სავარჯიშო სისტემით არის ცნობილი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, რთული შესასრულებელია. დატვირთვები, რომელსაც ამ პროგრამის დროს ადამიანი იღებს, ნამდვილად ჯოჯოხეთურია და სახელიც სწორედ ასეთი აქვს - "ჯოჯოხეთური კვირა". იმისათვის, რომ მიხვდეთ რა სახის დატვირთვაზეა საუბარი, ამ პროგრამის ერთ-ერთ სავარჯიშო დღეს გაგაცნობთ: სამი საათი მაღალი ინტენსივობის კარდიო, 600-ზე მეტი აზიდვა, წოლჭიმის ვარჯიშები, რომლის დროსაც ათლეტი ჯამში 1 ტონაზე მეტს ეჭიდება; ველოსიპედით მანძილის დაფარვა და ბოლოს ე.წ. თხილამურები.

ასეთი მძიმე გრაფიკის მიუხედავად, ტონი ფერგიუსონმა შეძლო და "ჯოჯოხეთური კვირა" ბოლომდე დაასრულა. თავად გოგინსის თქმით, ტონი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ეს პროგრამა არ შეწყვიტა და ბოლომდე დაასრულა.

დღეს ტონიმ "ჯოჯოხეთური კვირა" დაასრულა. ბევრმა სცადა, თუმცა, ის ერთადერთია ვინც ეს შეძლო. - წერს გოგინსი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე
View this post on Instagram

A post shared by David Goggins (@davidgoggins)

"ელ კუკუი" ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებული სავარჯიშო მეთოდებით. თუმცა, ეს მათგან უდავოდ ყველაზე რთულია. ამ ყველაფერს UFC-ის არაერთი ლეგენდა გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ გოგინსი ზედმეტად სასტიკია. ფაქტი ერთია, რომ ფერგიუსონი ყველაფერს ცდილობს მისი 6-ბრძოლიანი წარუმატებელი სერია დაასრულოს.

აღსანიშნავია, რომ ფერგიუსონის მეტოქეს - პიმბლეტს UFC ში 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ყველა მოიგო.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მათი დაპირისპირება UFC 296-ზე, 17 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ იმაზე საღამოს გიგა ჭიკაძე იბრძოლებს და მისი მეტოქე ჯოშ ემეტი იქნება.

სხვა სტატიები