Belive

ფერან ტორესი : ილია თოფურიასთან შეხვედრამ შემცვალა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ფერან ტორესმა, სპორტსმენის ფსიქოლოგიური და მენტალური ასპექტების შესახებ პოდკასტში ( The Wild Project ) ისაუბრა, ესპანელი ფეხბურთელი თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ ილია თოფურიასთან შეხვედრამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა :

როცა აშშ-ში დასასვენებლად ვიყავი, ილია თოფურია გავიცანი. მე ვნახე მისი გარემოცვა და ის, თუ როგორ ცდილობდა ყველა, ილიას თავი საუკეთესოდ ეგრძნო. გარშემო მყოფები თოფურიას აიძულებდნენ დაეჯერებინა, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია, უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა და მახსოვს, სიმღერაც კი მიუძღვნეს. რამ იმოქმედა ჩემზე ყველაზე მეტად? პირველად, როცა მას ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ძალიან გამიხარდა პირადად შეხვედრა. შემდეგ სავრჯიშოდ წავიდა და უკან დაბრუნებულს ვკითხე თუ რას ფიქრობდა მომავალ მეტოქეზე, მან კი მიპასუხა : "ის პირველ რაუნდსაც ვერ გამიძლებს". ამის შემდეგ საკუთარ თავთან საუბარი დავიწყე - მე მინდა ვიყო ილია თოფურია, მინდა ვიყო მასსავით თვითდაჯერებული და შეუპოვარი. ამ საუბარმა ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. შეერთებული შტატებიდან სულ სხვა ადამიანი დავბრუნდი და მე სწორედ ეს ფერან ტორესი მიყვარს. - ფერან ტორესი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC-ში სატიტულო ბრძოლას ჩაატარებს, UFC298-ზე, კალიფორნიაში, თოფურია ავსტრალიელ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ქვემსუბუქი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდება.

სხვა სტატიები