Belive

"ილიას დამარცხება თუ მინდა, კატარისნაირი ბიჭის გათიშვა უნდა შემეძლოს" - ალჯამაინ სტერლინგი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ქვემსუბუქ წონაში ალჯამაინ სტერლინგმა სადებიუტო ბრძოლა გამართა. UFC 300-ზე "ალჯომ" კელვინ კატარი დაამარცხა და ახალ დივიზიონში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

მიუხედავად, გამარჯვებისა სტერლინგი საკუთარი ბრძოლით უკმაყოფილო იყო. სუპერმსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონს სატიტულო ამბიცია აქვს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ილიას დასამარცხებლად სხვა დონის პერფორმანსია საჭირო.

მომეცით შემდეგი საუკეთესო ბიჭი. ბრაიან ორტეგას დიდი პატივისცემით ვიწვევ. მე და ის ერთად ვვარჯიშობდით, თუმცა, ჩვენს შორის ცუდი არაფერი ხდება. უბრალოდ ორივე ერთი მიზნისკენ მივისწრაფვით. მისი ურთიერთობა მერაბისას საერთოდ არ ჰგავს. ვფიქრობ, მისი მსგავსი მებრძოლების ცემა შემიძლია.

ჩემი ბრძოლით ცოტა იმედგაცრუებული ვარ. თუ ისეთი ბიჭების დამარცხება მინდა როგორიც ილიაა, კატარისნაირი მებრძოლების გათიშვა უნდა შემეძლოს. კელვინი მიწაზე ბევრი რამისთვის კარგად მომზადებული იყო. საკუთარ თავს ვუთხარი: "თუ ასეთ ბიჭთან ვერ ვაკეთებ იმას რაც მინდა, მაშინ რა უნდა ქნა ილიას წინააღმდეგ?" - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა

UFC 300-მა გაცემული ავანსები 100%-ით გაამართლა. არაჩვეულებრივ ბრძოლებთან ერთად საოცარი სანახაობაც ვნახეთ. BMF-ის ქამრისთვის ერთმანეთს გეიჯი და ჰოლოუეი შეხვდენენ, სადაც ამ უკანასკნელმა ნოკაუტით გაიმარჯვა. მაქსმა ოქტაგონიდან ილია თოფურია გამოიწვია.

სხვა სტატიები