ევროპის ჩემპიონატი გუნდურში - კენჭისყრის შედეგები ცნობილია
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გუნდურ პირველობაზე ტიტულის დასაცავად ემზადება.
ტურნირი ხვალ, 7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ალექსანდრ ნიკოლიჩის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული საქართველოს ნაკრები პირველ რაუნდს ტოვებს და ასპარეზობას 1/4-ფინალიდან დაიწყებს, სადაც უნგრეთსა და ბელარუსს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შერეულ გუნდურ პირველობაზე:
კაცები:
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, თენგო ზირაქაშვილი
-90 კგ: ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი
+90 კგ: გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
ქალები:
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-70 კგ: ნინო გულბანი
+70 კგ: სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2025 წელს მონტენეგროში ფინალში იტალია 4:3 დაამარცხა და შერეულ გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, 2024 წელს კი ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა.