Belive

ნაოჰისა ტაკატო: 'არბუზოვი ძალიან მომწონს, მაგრამ გრიგალაშვილი ამ წონის მეფეა'

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლეგენდარულმა იაპონელმა ძიუდოისტმა - ნაოჰისა ტაკატომ, 'IJF'-სთან ინტერვიუს დროს ძიუდოისტების შედარება გააკეთა. ერთ-ერთი შედარება ტატო გრიგალაშვილსა და ტიმურ არბუზოვს შორის იყო, რომლებიც 81 კგ წონით კატეგორიაში აშკარა დომინანტები არიან.

ტაკატომ ორივე ძიუდოისტის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე მათგანის ტექნიკა და ჭიდაობა ძალიან მოსწონს, თუმცა ამ წონის 'მეფე' ტატო გრიგალაშვილია.

'81 კგ ძალიან საინატერესო სანახავია - ნაოჰისა ტაკატო არ უნდა დავივიწოთ, როდესაც ამ წონაზე ვსაუბრობთ.

ვუყურე ბოლო მსოფლიო ჩემპიონატსაც, სადაც ტატო გრიგალაშვილი გახდა ჩემპიონი. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა გამიჭირდება, მაგრამ თუ აუცილებელია, რომ ერთ-ერთი ავირჩიო, მე ჩემს ხმას ტატო გრიგალაშვილს მივანიჭებ.

მიუხედავად იმისა, რომ ტიმურ არბუზოვი ძალიან პატარაა ასაკით და უკვე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, მომწონს მისი ჭიდაობის სტილი და ის ძალიან დიდი სიძლიერე, მას გააჩნია, თუმცა ფაქტები და ტიტულები ასახავს იმას, რომ ამ წონაში ყველაზე ძლიერი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილია.' - ნაოჰისა ტაკატო

აქვე შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში ტაკატომ მოიგო ოქრო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ხოლო ბრინჯაო რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, ოთხი ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე, ორი კონტინენტის პირველობაზე (აზიის ჩემპიონატი) და 16 ოქროს მედალი IJF ტურნირებზე.

ტაკატო შერეული ძიუდოს ნათელი მაგალითი იყო - იაპონელი სპორტსმენი, რომელიც კლასიკურ ტექნიკასა და ტრადიციულ არსენალს აერთიანებდა სხეულის მუშაობითა და არატრადიციული დაჭერებისა და გდებების გამოყენების უნარით.

მისი კალიბრის ძიუდოისტი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა 60 კგ წონით კატეგორიაში - ტაკატო ნამდვილად ერთადერთი იყო მილიონში, ვინც ამ წონაში ყველაზე დიდი სახელი დატოვა.

სხვა სტატიები