ევროპის ჩემპიონატი 2026 | რუსეთი 10 მამაკაცით და უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვა
თბილისში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ნაკრებები ნელ-ნელა შემადგენლობებს ასახელებენ.
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა რუსეთის მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის. ცნობილია, რომ რუსები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებით ჩამოვა, თუმცა, ასევე ცნობილი ხდება, რომ ტრავმირებულები არიან ნაკრების მთავარი ლიდერი - ინალ ტასოევი და აიუბ ბლიევი.
შემადგენლობა
66 კგ - მურად ჩოპანოვი, აბდულაჰ პარჩიევი
73 კგ - დანილ ლავრენტევი
81 კგ - ტიმურ არბუზოვი, აბდულ-კერიმ ტასუევი
90 კგ - ეგორ ანდონი
100 კგ - მატვეი კანიკოვსკი, არმან ადამიანი
+100 კგ - ვალერი ენდოვიცკი, ტამერლან ბაშაევი.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც მონტენეგროს დედაქალაქმა პოდგორიცამ უმასპინძლა, რუსეთის ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიგო - დანილ ლავრენტევმა, ტიმურ არბუზოვმა და ინალ ტასოევმა კონტინენტის პირველობა მოიპოვეს.