Belive

"ეს UFC-ს გეგმაა და არა ოჯახური პრობლემები" - არმანი ილიას მდგომარეობაზე

4 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ში მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახდა. ამის მიზეზი ჩემპიონი ილია თოფურიაა. ეს გადაწყვეტილება "მატადორმა" ოჯახური პრობლემების გამო მიიღო. არმან ცარუკიანი თვლის, რომ ეს უბრალოდ UFC-ს გეგმებია და ოჯახური პრობლემები არაფერ შუაშია.

შეგახსენებთ, რომ ვაკანტური ქამრისთვის ცარუკიანის არ იბრძვის.

ჩემი აზრით, ეს UFC-ს გეგმაა და არა ოჯახური პრობლემები. მათ უნდათ, რომ პადი ვარსკვლავად აქციონ და თოფურიასთან, უფრო დიდი ბრძოლის შესაქმნელად, დიდ სახელად წარმოაჩინონ.

მათ იციან, რომ ყველას დამარცხება შემიძლია. პადი ადვილად დასამარცხებელია, ჯასტინიც და ილიაც. რთული მოწინააღმდეგე მხოლოდ ისლამია, მაგრამ ჩვენს წონაში აღარაა და ახლა ამ დივიზიონში ჩემი დონის არავინაა. - განაცხადა ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის პირველი ნომერია. მიუხედავად ამისა, მან საჩემპიონო ბრძოლა მაინც ვერ მიიღო. ვაკანტური ქამრისთვის პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იჩხუბებენ.

სხვა სტატიები